13:47 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-27 15:11:50, 2903 ნახვა

სამართალი
პანკისში ადგილობრივებს შორის დაპირისპირების დროს 1 ადამიანი მოკლეს, 4 კი, დაიჭრა

პანკისის ხეობაში, სოფელ საკობიანოში, ადგილობრივებს შორის მომხდარ დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე გვარის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 1 პირი მოკლეს, 4 კი, დაიჭრა.

დაჭრილები თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი.

მომხდარის მიზეზთან დაკავშირებით განსხვავებული ვერსიები ვრცელდება. ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ ისინი ერთმანეთს წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე დაუპირისპირდნენ. მეორე ვერსიით, დაპირისპირება ხეობაში ჰესის მშენებლობის საკითხზე განსხვავებულ პოზიციებს მოჰყვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics