|
2019-11-24 14:38:02, 10410 ნახვა
მსოფლიო
სირიაში რუსი სამხედროების სისატიკის ამსახველი ვიდეო გავრცელდა - ვიდეო
სირიელის სიკვდილით დასჯაში სავარაუდოდ, დაქირავებული რუსი მეომრები მონაწილეობენ. ერთ-ერთი მათგანის ვინაობა უკვე დადგენილია. ცნობა გაზეთმა "ნოვაია გაზეტამ" გაავრცელა. რუსულმა გამოცემამ აღნიშნულ ფაქტზე არამარტო ტექსტური ვერსია, არამედ ვიდეოჩანაწერიც გამოაქვეყნა. ვიდეოში სირიის მოქალაქის სიკვდილით დასჯის მომენტებია ასახული და ფორმიან მეომრებს შორის რუსულად ლაპარაკიც ისმის. მსხვერპლს ჯერ სცემენ, შემდეგ თავს და კიდურებს აჭრიან. ბოლოს მის სხეულს ფეხებით ჩამოკიდებენ და წვავენ. მთელ ვიდეოს ფონად გასდევს მწამებელთა სიცილი და გამამხნევებელი შეძახილები. "ნოვაია გაზეტაში" მასალა გაშიფრეს და დაადგინეს, რომ კადრებში არიან რუსეთის მთავრობის მიერ დაქირავებული კერძო სადაზვერვო ჯგუფის "ვაგნერის" წევრები. მათი ვერსიით, 4 მკვლელს შორის ერთ-ერთის სახელია სტანისლავ დ. გამოცემა გვარს ბოლომდე მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვის მიზნით არ ამჟღავნებს. "ნოვაია გაზეტას" ინფორმაციით, სტანისლავ დ. მანამდე ქ. სტავროპოლის პოლიციაში მსახურობდა. არაბული საინფორმაციო წყაროების ცნობით, მოკლული სირიელის სახელია მოჰამედ თახა ისმაილ ალ-აბდულა. ის სირიის არმიაში იბრძოდა, მაგრამ გაქცევა გადაწყვიტა და დეზერტირობა არჩია. მკვლელობა სავარაუდოდ, 2017 წელს, ჰომსის პროვინციაში მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)