|
2019-11-15 16:38:43, 2306 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე - არ ვფიქრობ, რომ კანონპროექტის ჩაგდება ქვეყნის იმიჯს აზიანებს
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდება ქვეყნის იმიჯს არ აზიანებს. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ინიციატორი მმართველი გუნდი იყო, გადაწყვეტილება პარლამენტმა მიიღო და ამას ყველამ პატივი უნდა სცეს. მან ასევე ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელშიც ნათქვამია, რომ მიღებული გადაწყვეტილება მათთვის გულდასაწყვეტია, თუმცა აუცილებელია, მხარეებმა მშვიდად და ღირსეულად ითანამშრომლონ. „არ მგონია, რომ როგორც ზოგადად დემოკრატიის, ასევე შიდაპარტიული დემოკრატიის ფონზე, რაიმე გადაწყვეტილების მიღება, რაც თუნდაც იმ გადაწყვეტილების აღსრულების საწინააღმდეგო იყო, რაც მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე თვის წინ, აზიანებდეს ქვეყნის იმიჯს და ჩემთვის გასაკვირია, რატომ არ ახსენებთ გუშინდელ განცხადებას, რომელიც გამოაქვეყნა ამერიკის საელჩომ. იცით რომ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ოფიციალური პოზიცია, სადაც იყო აბსოლუტურად კონსტრუქციული მითითება იმაზე, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მშვიდობიანი, წყნარი განვითარება და უნდა ვიზრუნოთ რეფორმებზე. იცით, რომ საუბარია საარჩევნო რეფორმაზე, სასამართლო რეფორმაზე, ასარჩევია უზენაეს სასართლოში მოსამართლეები და ასე შემდეგ. ცოტა გაკვირვებას იწვევს ჩემში, რატომ არ იხსენებთ იმ განცხადებას, სადაც ძალიან კონსტრუქციული იყო ჩვენი პარტნიორი და მისი წარმომადგენლობა საქართველოში. ჩვენ თუ ძალიან გვინდა მოტყუება დავარქვათ რაღაც გადაწყვეტილების აღსრულების სხვაგვარ პროცესს, ეს ინტერპრეტირების საშუალებაა და ამ ინტერპრეტირების საშუალება თუ ესეთი სუბიექტური ინტერესი არსებობს, ყველას გაქვთ. თუმცა ჩვენ გვგონია, რომ არსებობს არგუმენტები და ფაქტები, რომელიც პარტნიორებს დაარწმუნებს, რომ ეს იყო ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომელიც უმრავლესობის დიდმა ნაწილმა ასე გადაწყვიტა. დემოკრატიის ეს მიმართულება არ უნდა გადაიქცეს სპეკულაციის საშუალებად არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ. არ მგონია, რომ რაღაც კატასტროფა მოხდა. ჩემთვისაც არ იყო მისაღები ეს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა. აქედან გამომდინარე ჩვენ პატივი უნდა ვცეთ დემოკრატიის ხარისხს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. შეგახსენებთ, საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩაგდებას ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენი ადამ კინზინგერი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „საკონსტიტუციო ცვილებების ჩაგდება პუტინისთვის მირთმეული საჩუქარი იქნება“. განცხადება გაკეთდა ევროსაბჭოშიც და პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკან გადადგმულ ნაბიჯად შეფასდა.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)