23:44 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-04 11:31:51, 16489 ნახვა

კულტურა
საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“, მსოფლიოს გასტრონომიული ჩემპიონატის „Bocuse d’Or“ ეროვნული შესარჩევი კონკურსი გაიმართა

პირველად საქართველოში, საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული გასტრონომიული  ჩემპიონატის  „Bocuse d’Or“ ეროვნული შესარჩევი კონკურსი   გაიმართა.

კონკურსი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

„Bocuse d’Or“ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან საქართველოს აქვს კარგი პოტენციალი სათანადო ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიოში გასტრონომიულ და კულინარიულ სექტორში. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით, „Bocuse d’Or“-ის  შესარჩევი კონკურსი  საქართველოში პირველად ტარდება. გამარჯვებული შეფ-მზარეული ტალინში, ნახევარფინალის მონაწილე იქნება. მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამინისტრო ყოველთვის მზადა არის მხარი დაუჭიროს მსგავსი ტიპის პროექტებს”, - განაცხადა ხატია წილოსანმა.

„Bocuse d’Or Georgia“-ს ფარგლებში,  100 ქართველი მონაწილიდან 8 შეირჩა, რომელთა  კერძებიც  ქართველი და უცხოელი შეფმზარეულებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურის წევრებმა შეაფასეს.

ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებული ერიკ სარქისიანი გახდა, რომელიც ტალინში, საქართველოს სახელით, კონკურსის ევროპის ნახევარფინალში მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულ კონკურსში წარმატებით ასპარეზობის შემთხვევაში კი,  2021 წელს, საქართველო  საფრანგეთში, ქ. ლიონში,  Bocuse d’Or -ის საერთაშორისო ფინალზე   წარსდგება, სადაც 24 ქვეყნის ფინალისტები  უმაღლესი ჯილდოს - „ოქროს ბოკუზი“  მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

„Bocuse d’Or Georgia“-ს მთავარი სპონსორია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, კონკურსის ორგანიზატორი - ბიზნეს-საკონსულტაციო სააგენტო „გასტრონავტი“, პროექტის წარმდგენი - საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია, მხარდამჭერი - საქართველოს კულინარიის ფედერაცია.

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics