|
2019-10-29 15:54:25, 2901 ნახვა
რეგიონი
ბათუმის ბულვარი გარემოსდაცვითი განათლების ფონდის (FEE) ოფიციალური წევრი ორგანიზაცია გახდა
გარემოსდაცვითი განათლების ფონდის (FEE) დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, სსიპ ბათუმის ბულვარი უკვე ფონდის ოფიციალური წევრი ორგანიზაცია გახდა. FEE–ს პარტნიორული წევრობა სსიპ ბათუმის ბულვარს საშუალებას მისცემს იყოს საქართველოში ლურჯი დროშის პროგრამის განხორციელების პასუხისმგებელი უწყება. გარემოსდაცვით განათლების ფონდთან სსიპ ბათუმის ბულვარმა თანამშრომლობა მიმდინარე წლის მარტის თვიდან დაიწყო. სწორი და ინტენსიური კომუნიკაციის შედეგად, საჯარო უწყება სსიპ ბათუმის ბულვარი ფონდის პარტნიორ წევრად მიიღეს გამონაკლისის სახით, იმ პირობით, რომ 3 წლის ვადაში მართვა გადაეცემა არასამთავრობო ორგანიზაციას. როგორც წევრობის თანხმობის წერილშია აღნიშნული, „ FEE დირექტორთა საბჭოს სურს დაადასტუროს კარგად მომზადებული განაცხადი. განაცხადიდან გაირკვა, რომ სსიპ ბათუმის ბულვარი არის სწორი ორგანიზაცია, რომელიც ხელს შეუწყობს FEE პროგრამების დამკვიდრებას და წევრობას საქართველოში“. FEE- ს წევრობასთან დაკავშირებით ბათუმის ბულვარს თანხმობის ოფიციალურ წერილთან ერთად დაეგზავნა ფონდის წევრობის სახელმძღვანელო, პროგრამების განხორციელების ეტაპებთან დაკავშირებული მასალები და თანხმობა FEE-ს ერთიან მონაცემთა ბაზაში წვდომაზე. სსიპ ბათუმის ბულვარი უკვე როგორც პარტნიორი-წევრი მოწვეულია FEE– ს გენერალურ ასამბლეებზე დასასწრებად. სსიპ ბათუმი ბულვარი პასუხისმგებელი იქნება საქართველოში ლურჯი დროშის პროგრამის განხორციელების პროცესზე, დაევალება ლურჯი დროშის რეგიონული კომიტეტის შექმნის უზრუნველყოფა ლურჯი დროშის ეროვნულ კომიტეტთან თანამშრომლობით, ასევე პროექტ „ლურჯი დროშის“ განხორციელების პროცესში სხვადასხვა მოთხოვნების შესრულება. „გარემოს საგანმანათლებლო ფონდი“ (FEE) მსოფლიოში გარემოს დაცვის მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ორგანიზაციაა, რომლის მთავარი პრიორიტეტი ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის კუთხით განათლების ხელშეწყობა გახლავთ. გარემოს მაღალ ხარისხთან ასოცირებული „ლურჯი დროშის“ პროექტი საპლაჟო ინფრასტრუქტურის, ეკოლოგიის, განათლებისა და უსაფრთხოების მიმართულებით თანამედროვე სტანდარტებთან დაახლოებას ითვალისწინებს. „გარემოს დაცვის განათლების ფონდის“ (FEE) წევრი 73 ქვეყანა, ათეულობით საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციაა. დღევანდელ მსოფლიოში იგი 5 საგანმანათლებლო პროექტითაა წარმოდგენილი (ეკო სკოლები - ECO-SCHOOLS, ახალგაზრდა რეპორტიორები გარემოსთვის - Young Reporters for the Environment, სწავლება ტყეების შესახებ - Learning About Forests, ლურჯი ალამი - BLUE FLAG, მწვანე გასაღები - GREEN KEY), რომლებიც ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შექმნას, ბუნებრივი რესურსების დაცვას და გარემოს მდგრად განვითარებას ემსახურება.
(NS)
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)