13:43 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-21 14:14:25, 2021 ნახვა

კომენტარი
სალია R2-ის წილების დაყადაღებაზე: მას შემდეგ, რაც დოკუმენტებს მივიღებთ, იურიდიულ მოქმედებებს განვახორციელებთ

„რუსთავი 2-ის“ 100%-იანი წილის მფლობელის ქიბარ ხალვაშის ადვოკატი და ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი პაატა სალიამ 60%-იანი წილის დაყადაღების საქმეს გამოეხმაურა. 

სალიას თქმით, მათთვის ცნობილია სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა დოკუმენტაციის გადაცემის შემდეგ იურიდიული სამსახური ამ საქმეში ჩაერთვება და მედიას მეტ ინფორმაციას მიაწვდის.

„როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი სასამართლომ წარმოებაში მიიღო აქიმიძე-დვალის სარჩელი, რომლითაც ისინი ითხოვენ 60%-იანი წილის დაბრუნებას, რომელიც დღეს ქიბარ ხალვაშის სახელზე არის აღრიცხული. სასამართლომ მიიღო განჩინება ამ წილების დაყადაღების თაობაზე. ამ ეტაპზე ჩვენ სხვა ინფორმაცია არ გვაქვს. მას შემდეგ, რაც მივიღებთ შესაბამისს დოკუმენტებს, განვახორციელებთ იურიდიულ მოქმედებებს“, - განაცხადა სალიამ „ტვ პირველის“ ეთერში. 

ცნობისთვის, სასამართლომ „რუსთავი 2“-ის 60%-იან წილს ყადაღა დაადო

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics