01:15 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-19 10:21:06, 3863 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ შუახეველებს სახალხო დღესასწაული მიულოცა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე შუახეველებს სახალხო დღესასწაულს ულოცავს.

„ჩემო შუახეველებო!

მაქვს პატივი მოგილოცოთ სახალხო დღესასწაული ,,შუახევობა“.

მინდა, ქედი მოვიხარო თითოეულის წინაშე და გამოვთქვა უდიდესი პატივისცემა თქვენს მიმართ, რამეთუ ამ მადლიან ქართულ მიწაზე ინარჩუნებთ ძირძველ ქართულ კულტურას და ადათ-წესებს.

შუახევობის დღესასწაული კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მთიელი კაცის სიდიადეს, მის შეუპოვრობას, შემართებას, უანგარო სიყვარულს სამშობლოსადმი და ნათლად წარმოაჩენს ჩვენს მდიდარ ტრადიციებს, კულტურას, ეთნოგრაფიას, ქართულ ხალხურ ფოლკლორსა და ყოფით ტრადიციებს, რომლებიც საუკუნეებიდან იღებს სათავეს და მრავალი ჩვენი თანამემამულის გულსა და სულშია გამოტარებული.

შუახეველობა ღირსება და დიდი პატივია, ამ განგებით მინიჭებულ ბედნიერებას ყოველი შუახეველი სათუთად ვუფთხილდებით.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ წარმატებებს !“, - ნათქვამია ფრიდონ ფუტკარაძის განცხადებაში.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics