15:05 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-16 14:50:45, 1174 ნახვა

კომენტარი
ნიკა მელია: ბიძინა ივანიშვილი ცქიტიშვილის პირით ფარსს ახმოვანებს

„ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილება ცინიზმია - რომელი ჭკუათმყოფელი საერთაშორისო პარტნიორი ჩადებს ფულს იმ საქმეში, სადაც მთავარი მოქმედი პირები იდევნებიან“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერმა ნიკა მელიამ ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშილის პირით „ფარსს ახმოვანებს“.

„ცქიტიშვილის პირით ბიძინა ივანიშვილი ახმოვანებს ფარსს, თითქოს იცით აი დიდსულოვნებას იჩენენ და კიდევ ორ თვეს აძლევენ ანაკლიის კონსორციუმს  იმისათვის, რომ კაპიტალი მოიპოვონ პირადი ფულის სახით და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხრიდან სესხი აიღონ. რამხელა ცინიზმია ხო? ვინ მისცემს , რომელი ჭკუათმყოფელი ახალი სართაშორისო პარტნიორი ჩადებს იმ საქმეში ფულს სადაც იდევნებიან მთავარი მოქმედი პირები და შემსრულებლები - ხაზარაძე და ჯაფარიძე“,- აღნიშნა ნიკა მელიამ.

 ცნობისთვის, მთავრობა ანალიის კოსორციუმს კაპიტალის მოძიებისთვის ვადა წლის ბოლომდე გაუხანგრძლივა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics