15:06 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-16 13:47:14, 1111 ნახვა

კომენტარი
დავით ქაცარავა: რუსი ოკუპანტები სოფელ ყობისკენ დაიძრნენ

ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ საოკუპაციო ძალები ჩორჩანის ტყის ოკუპირებული ნაწილიდან გზის გაყვანას სოფელ ყობის მიმართულებით აგრძელებენ.

ქაცარავას ინფორმაციით, ქართული ტერიტორიის მიერ კონტროლირებადი სოფელი ყობი დღის ბოლომდე ახალი საოკუპაციო ხაზის მიღმა მოექცევა.

„რუს ოკუპანტებს გაჰყავთ მაღალი ხარისხის გზა. გაჭრილია დაახლოებით კილომეტრნახევრიანი გზის ახალი მონაკვეთი, რომელიც ჩორჩანის და წაღვლის ტყის შუაში მდებარეობს, აკავშირებს რუსულ საგუშაგოს ყობის მისადგომებთან მდებარე ტერიტორიულ ნაწილს. სავარაუდოდ, ახალი გზა შეურთდება წნელს ან შევა სოფელ ყობში - ამას ჩვენ დღის ბოლომდე გავიგებთ. თუ ამ ორი ვარაუდიდან გამართლდება ყობისკენ მიმავალი გზის სცენარი, მაშინ ჩვენ უნდა ველოდოთ არა მხოლოდ ყობის, არამედ დოლომიტის საბადოს წართმევას“, - აღნიშნა დავით ქაცარავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics