00:37 - 26 Jun, 2026
|
2019-10-11 13:24:38, 3956 ნახვა
მსოფლიო
იაპონიას ძლიერი ტაიფუნი „ჰაგიბისი“ უახლოვდება
იაპონიას ძლიერი ტაიფუნი სახელწოდებით "ჰაგიბისი" უახლოვდება, - ამის შესახებ japantoday იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ტაიფუნი ტოკიოსა და მის შემოგარენს შაბათს, 12 ოქტომბერს დაატყდება თავს. სინოპტიკოსები სტიქიას 1958 წლის ტაიფუნ „იდას“ ადარებენ, რომელმაც 1200 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მედიის ცნობით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ავიაკომპანიებმა 800-ზე მეტი რეისი უკვე გააუქმეს. გარდა ამისა, მიმოსვლას სარკინიგზო და საზღვაო კომპანიებიც აჩერებენ. შაბათ-კვირას სასწავლო პროცესიც შეწყდება. ტაიფუნის მოახლოებასთან დაკავშირებით, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ მთავრობის წევრებს ყველა საჭირო ზომის მიღება დაავალა. მედიის ცნობით, ქარის სიჩქარე 216 კილომეტრ საათში აღწევს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)