16:38 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-10 15:17:33, 2626 ნახვა

კომენტარი
გახარია შრომის კოდექსში ცვლილებებზე: არაფერი არ მოხდება ბიზნესთან შეუთანხმებლად

"არაფერი არ მოხდება ბიზნესთან შეუთანხმებლად და არაფერი არ მოხდება ისეთი, რაც ხელს შეუშლის ეკონომიკის ზრდას", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს „შრომის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა.

ამასთან, პრემიერმა განმარტა, რომ "შრომის კოდექსის" პროექტს ამ ეტაპზე ოფიციალური სახე არ აქვს.

„შრომის კოდექსზე“ დღეს აქ ბიზნესის წარმომადგენლებმაც ისაუბრეს. „შრომის კოდექსში“ ცვლილებები, რომელზეც ვსაუბრობთ არის მხოლოდ პროექტი, ამ პროექტს ჯერ ოფიციალური სახე არ მიუღია. არაფერი არ მოხდება ბიზნესთან შეუთანხმებლად და არაფერი არ მოხდება ისეთი, რაც ხელს შეუშლის ეკონომიკის ზრდას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის კომიტეტმა მოამზადა "შრომის კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს: სამუშაო საათები არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს, ზეგანაკვეთური შრომა უნდა იყოს შეზღუდული ან აკრძალული, აგრეთვე უნდა იყოს მინიმალური ხელფასი დადგენილი და სხვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics