|
2019-10-05 11:57:53, 5048 ნახვა
მსოფლიო
ირანელმა ჰაკერებმა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაზე კიბერშეტევა განახორციელეს
ჰაკერების ჯგუფმა, რომელიც ირანის მთავრობასთანაა დაკავშირებული, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაზე კიბერშეტევა განახორციელა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, კიბერშეტევა წარუმატებლად დასრულდა. როგორც Microsoft Corp-ში აცხადებენ, დაჯგუფება მანამდეც აქტიურობდა და რამდენიმე შეტევა ყოფილ მაღალცინოსნებზე, ჟურნალისტებზე და ირანს გარეთ მცხოვრებ ირანელებზე ჰქონდა მიტანილი. Microsoft Corp-ის ცნობით დაჯგუფებამ, რომელიც „ფოსფორის“ სახელით არის ცნობილი, 214 ანგარიშზე მიიტანა შეტევა, თუმცა არცერთი პირდაპირ ტრამპის საარჩევნო კამპანიას არ უკავშირდებოდა. Reuters-ი წერს, რომ ფედერალურმა ბიურომ მომხდარ ფაქტზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)