|
2019-10-02 15:05:32, 4164 ნახვა
მსოფლიო
უკრაინაში სპეცოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქე მოკლეს
უკრაინაში სპეცოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქე მოკლეს, - ამის შესახებ Newsone იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტი კიევის ოლქის სოფელ ხოტიანოვკაში მოხდა. პოლიცილები ეძებდნენ მამაკაცს, რომელმაც 23 სექტემბერს სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თავდამსხმელი საქართველოს მოქალაქე იყო. გარდა ამისა, პოლიციის ცნობით, ის სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე კრიმანულური დაჯგუფების შექმნისთვის იყო გასამართლებული, აგრეთვე მისი სახელი ფიგურირებდა ისეთ საქმეებში როგორიცაა ადამიანების გატაცება და იარაღის უკანონო შენახვა. გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ დაადგინა, რომ ის ხოტიანოვკაში იმალებოდა. ამის შემდეგ, სამრთალდამცველებმა პროკურატურასთან შეთანხმების შემდეგ სპეცოპერაცია დაგეგმა. მედიიც ცნობით, ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა მამაკაცს დანებებისკენ მოუწოდეს, თუმცა საქართველოს მოქალაქემ პოლიციას ისევ ცეცხლი გაუხსნა, რა დროსაც ორი სპეცრაზმელი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)