|
2019-09-30 19:15:12, 3136 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის საგარეო უწყება: კვლავ გვესმის გაცვეთილი თეზისები „ოკუპაციაზე“
"როგორც ჩანს, ჩვენი ქართველი კოლეგები შეშფოთებულები არიან არა იმდენად მოლაპარაკებების შინაარსითა და მიმართულებით, არამედ პროტოკოლისა და ფორმატის საკითხებით“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრას ეხება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსული მხარე ორ ქვეყანას შორის პირდაპირი დიალოგის მომხრეა. "სამწუხაროდ, ჩვენ კვლავ გვესმის გაცვეთილი თეზისები „ოკუპაციაზე“. ორი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების დასაცავად საჭიროა პირდაპირი და გულრწფელი დიალოგი. პირველად 12 წლის განმავლობაში, ნიუ-იორკში ორი ქვეყნის მინისტრებს შორის გამართულ შეხვედრა ორიენტირებული იყო იმაზე, რომ შექმნილი რთული სიტუაციიდან მოიძებნოს გამოსავალი, რომელშიც ქართულ-რუსული ურთიერთობა აღმოჩნდა, მათ შორის ივნის-ივლისში გამვითარებული მოვლენების შედეგად. აქვე გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და მადლობა გადავუხადოთ შვეიცარიულ მხარეს, რომელიც საქართველოში რუსეთსი ოფიციალური წარმომადგენელია და რუსეთში საქართველოს წარადგენს, იმისათვის, რომ მინისტრების შეხვედრას ხელი შეუწყო", - ნათქვამიია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)