21:42 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-26 11:23:40, 4904 ნახვა

კომენტარი
თურნავა - ჩემი დავალებაა ჩავიდე ტყიბულში და გავიარო ინვესტორთან ხელფასებთან დაკავშირებული პრობლემის დეტალები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ტყიბულში, მეშახტეებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად ჩავა.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯურნალისტებს განუცხადა, ტყიბულში ის ინვესტორ კომპანიას შეხვდება და არსებულ პრობლემებს განიხილავს. 

"აქტუალური საკითხია ტყიბულის მეშახტეების პრობლემების მოგვარება. დღეს პრემიერ-მინისტრმა გასცა დავალება და დამავალა, რომ ადგილზე ჩავიდე, არა ვითარების გასაცნობად, რადგან ძალიან კარგად ვიცით და მე პირადად, იმის გამო, რომ წლებია ამ სისტემაში ვმუშაობდი, ვიცი რა პრობლემები აწუხებს დღეს ჩვენს მეშახტეებს. ჩემი დავალება არის, რომ ჩავიდე იქ, კიდევ ერთხელ გავიარო ინვესტორ კომპანიასთან ერთად ყველა დეტალი, თუ რატომ წარმოიქმნა პრობლემა, კონკრეტულად ხელფასებთან დაკავშირებით, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს. ვიცი, რომ მათ აქვთ გარკვეული გეგმა და კონკრეტული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. ეს არის ჩემი დავალება", - განაცხადა ნათია თურნავამ. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics