15:55 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-11 14:42:55, 569 ნახვა

საზოგადოება
ზვიად სიჭინავა: ყველას ვთხოვ, პროვოკაციაზე არ წავიდნენ და ხვალ ცოცხალ რიგში დადგნენ

„ყველას ვთხოვ, პროვოკაციაზე არ წავიდნენ და ხვალ უეფას სუპერთასის ბილეთების შესაძენად  ცოცხალ რიგში დადგნენ“,-ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით,  დღეს შსს-ს წარმომადგენლების ჩართულობით ჯებირების აგება დაიწყება.

„ყველას ვთხოვ, რომ რაღაც პროვოკაციებზე არ წავიდნენ, არაფერი ასეთი არ გააკეთონ, დადგნენ ცოცხალ რიგში ხვალ, დილის 09:00 საათიდან და შეიძინონ ბილეთები“, - აღნიშნა  სიჭინავა.

ცნობისთვის,  უეფას ბილეთების გაყიდვა ხვალ დილის 9:00 საათზე დაიწყება.

უეფა-ს სუპერთასის ფინალური შეხვედრა თბილისში 11 აგვისტოს "დინამო არენაზე" გაიმართება. "ბარსელონასა" და "სევილიას" დაპირისპირება 22:45 საათზე დაიწყება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics