2015-07-10 13:53:06, 636 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ზღვის უბნის ე.წ. მეტრომშენის კორპუსებიდან სოციალურად დაუცველებს ასახლებენ
ლოტკინზე, ზღვის უბნის ე.წ. მეტრომშენის კორპუსებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს ასახლებენ.
როგორც „ექსპრესნიუსს“ ერთ–ერთმა სოციალურად დაუცველმა თამარ ცუცქირიძემ განუცხადა, მათ საცხოვრებელ კორპუსებთან პატრულის თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ბრძანების საფუძველზე ასახლებენ.
„გვეუბნებიან, რომ მინისტრის ბრძანებით გვასახლებენ, თუმცა, ამის დამადასტურებელ დოკუმენტს არ გვაჩვენებენ“, – აღნიშნა თამარ ცუცქირიძემ.
ცნობისთვის, ე.წ. მეტრომშენის კორპუსიდან, დაახლოებით 1 თვის წინ რამდენიმე სოციალურად დაუცველი ოჯახი გამოსახლეს. კორპუსებიდან იმ პირებს ასახლებენ, ვისაც საცხოვრებელი ბინები დაკანონებული არ აქვთ.
შეგახსენებთ, ზღვის უბანში ე.წ. მეტრომშენის კორპუსებში სოციალურად დაუცველი ოჯახები 2006 წლიდან ცხოვრობენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან