15:54 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-10 11:24:51, 713 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები ლატვიის პოლიციის დანაყოფებს ესტუმრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, ვიცე-პოლკოვნიკი პაატა ჩოფიკაშვილი, ვიცე-პოლკოვნიკი ზურიკო ურუმაშვილი და მაიორი შოთა მარდალეიშვილი  საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ლატვიელი კოლეგების გამოცდილების გაზიარების მიზნით, ქ. რიგაში იმყოფებოდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვდნენ ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო პოლიციისა და რიგის რეგიონული პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს, გაეცნენ მათ მუშაობას და გამოცდილებას დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სფეროში. ასევე, დაათვალიერეს ლატვიელი კოლეგების თანამედროვე აღჭურვილობა და ტექნიკა. სამინისტროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ლატვიის სახელმწიფო პოლიციის დროებითი დაკავების ცენტრი და გაცნობოდნენ მათ საქმიანობას.

„ლატვიის რესპუბლიკის პოლიციურმა დანაყოფებმა წლების განმავლობაში დიდი გამოცდილება დააგროვეს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის,  საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში, შესაბამისად, მათი საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა და გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისათვის. ლატვიელ კოლეგებთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, - აცხადებენ შსს-ში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics