|
2015-07-09 15:00:02, 808 ნახვა
სამართალი
აჭარაში 122 ოჯახისათვის 5 სოციალური სახლის მშენებლობა მიმდინარეობს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე ეკომიგრანტი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროცეს სადგილზე გაეცნენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, ამჟამად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში,ეკომიგრანტი და სოციალურად დაუცველი ოჯახების განსახლების მიზნით, 5 საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც ბინას 122 ოჯახი მიიღებს. კერძოდ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში ორი 50-ბინიანი სახოვრებელი კომპლექსი შენდება, სამუშაოები2016 წლის იანვარში დასრულდება. სამი 72-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს დაბა ხულოში, ვაშლოვანის დასახლებაში. მშენებლობა 2015 წლის ნოემბრისათვის დასრულდება. ხუთივე მშენებლობაზე დასაქმებულია დაახლოებით 115 ადამიანი. უწყების ინფორმაციით, 2015 წელს ქ. ბათუმში, თამარის დასახლებაში, 58-ბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაიწყება, რომელიც 2016 წელს დასრულდება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით, ცოტა ხნის წინ დასრულდა დაბა ქედაში,ყოფილი პოლიკლინიკის შენობის რეკონსტრუქცია, რომელშიც მოეწყო 12 საცხოვრებელი ბინა. გამგეობისა და სამთავრობო კომისიის მიერ მიმდინარეობს ოჯახების შესწავლის პროცედურა, ბინების განაწილებისმიზნით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ აჭარის რეგიონში მცხოვრებ 27 ეკომიგრანტ ოჯახს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში,მათივე შერჩეული კერძო სახლები შეუსყიდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, რეგიონალური განვითარებისა და სოციალური დახმარების ცენტრსა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, 18 ეკომიგრანტი ოჯახისათვის შესყიდული იქნა საცხოვრებელი ფართები.
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)