|
2015-07-08 19:32:27, 420 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: ჩემთვის, როგორც თავდაცვის მინისტრისთვის, გოგი ქავთარაძის აზრი მიუღებელია
თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, მისთვის უმრავლესობის დეპუტატის გოგი ქავთარაძის აზრი ნატო-სთან დაკავშირებით მიუღებელია. მისივე თქმით, ქავთარაძეს აქვს აქვს სრული თავისუფლება, გამოიყენოს პარლამენტის ტრიბუნა ნებისმიერი განცხადების გასაკეთებლად. „ეს არის გოგი ქავთარაძის აზრი, სამწუხარო აზრია, მაგრამ მისი აზრია. საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, ამის გამო აღარავის აღარ იჭერენ და ციხეში არ სვამენ, განსხვავებით, სამი წლის წინანდელი დროისა. გოგი ქავთარაძის აზრი ჩემთვის, როგორც თავდაცვის მინისტრისთვის, როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ მინისტრისთვის და როგორც საქართველოს მოქალაქისთვის მიუღებელია, მაგრამ მას აქვს სრული თავისუფლება გამოიყენოს პარლამენტის ტრიბუნა ნებისმიერი განცხადების გასაკეთებლად, რომელიც მას ექნება. ზუსტად ისევე, როგორც დავით დარჩიაშვილს აქვს ყველანაირი უფლება იყოს უსინდისო და მუდმივად იყოს დაკავებული იმით, რითაც დღეს დაკავდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში. ლოგიკა იპოვონ, როდესაც ერთის მხრივ ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილი მართავს და ყველა გადაწყვეტილებას ის იღებს, ანუ რა გამოდის - მე რომ თავდაცვის მინისტრად დავინიშნე, ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო და იმავდროულად, ამბობენ, რომ გოგი ქავთარაძემ ეს განცხადება რომ წაიკითხა, ესეც ბიძინა ივანიშვილმა დაუწერა. ეს ორი ამბავი ერთად როგორ გამოდის, იქნებ ჩამოყალიბდნენ და მერე ისაუბრონ“, - განაცხადა თინა ხიდაშილმა. ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი ქავთარაძემ დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ნატო-სთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. „რას გვახვეწნინებენ ამ ნატოში შესვლისათვის?! დავიჯერო ნატოს წევრი ქვეყნებიდან ზოგიერთი უფრო მეტად იმსახურებს ნატოს წევრობას? შეხედეთ, როგორ იბრძვიან ჩვენი ბიჭები ნატოს ჯარისკაცების მხარდამხარ. თუ გვიფიქრია იმაზე, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ჩუმად ქირქილებენ, როდესაც უყურებენ, როგორ ვიხვეწებით ჩვენ ნატოში გაწევრიანებაზე, ისინი კი არ გვიღებენ. როგორც ამბობენ, ადამიანის მსგავსად ქვეყანასაც აქვს თავმოყვარეობა“, - განაცხადა გოგი ქავთარაძემ.
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)