19:45 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-08 19:01:36, 2067 ნახვა

მსოფლიო
ორდღიანი სპეცოპერაციის შემდეგ, ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი ორდღიანი მცდელობის შემდეგ დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Sputnik Кыргызстан-ი ავრცელებს.

სოფელ კოი ტაშში სპეცრაზმმა ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის აყვანა გუშინაც სცადა, თუმცა სპეცოპერაცია ატამბაევის მომხრეებმა ჩაშალეს.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად 52 ადამიანი დაშავდა, ერთ-ერთი სპეცრაზმელი კი, გარდაიცვალა.

დღეს, 8 აგვისტოს კოი-ტაშში სპეცოპერაცია განახლდა. პოლიციამ ატამბაევის მომხრეების წინააღმდეგ  ხმოვანი ხელყუმბარები გამოიყენა. თავის მხრივ, ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებმა სპეცრაზმელებს ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს.

საბოლოოდ, სპეცრაზმმა ყოფილი პრეზიდენტის აყვანა მოახერხა. სამართალდამცავი უწყებების ცნობით, იგი ბიშკეკში, კოლონის თანხლებით გადაიყვანეს.

ყირგიზეთის პარლამენტმა 20 ივნისს ქვეყნის პროკურატურას ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ ბრალდებების ნუსხა გადასცა, რომელთა შორის, ატამბაევს კორუფციაშიც სდებენ ბრალს. ატამბაევმა პარლამენტის ბრალდებებს აბსურდული უწოდა.

ალმაზბეკ ატამბაევი ყირგიზეთის პრეზიდენტის პოსტს 2011-2017 წლებში იკავებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics