14:21 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-08 15:55:38, 641 ნახვა

საზოგადოება
პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა გადამზადება დაიწყო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სამინისტროს სასწავლო ცენტრში თანამშრომელთა მასშტაბური გადამზადების ტრენინგების ციკლი გახსნა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში დაწყებული ინსტიტუციური რეფორმის ფარგლებში უწყების სასწავლო ცენტრში კასკადური ტრენინგები დაიწყო, რომლის მიზანსაც სისტემის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების სწავლება წარმოადგენს.

უწყების ცნობით, პირველ ეტაპზე პენიტენციური დაწესებულებების 850 თანამშრომლის გადამზადებაა დაგეგმილი.

ტრენინგს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამართლებრივი დეპარტამენტის თანამშრომლები წარუძღვებიან, რომლებიც თავად მუშაობდნენ აღნიშნული კანონპროექტისა და ცვლილებების შემუშავებაზე.

„სისტემის თითოეულ თანამშრომელს დიდი ძალისხმევისა და შრომის გაწევა მოუწევს  იმისთვის, რომ  მივაღწიოთ ჩვენს უმთავრეს მიზანს,  რომელიც საბჭოურ მოდელზე აგებული სისტემის დასავლურ სტანდარტებზე  ორიენტირებულ უწყებად გარდაქმნას გულისხმობს. შესაბამისად, ცვლილებების წარმატებით იმპლემენტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თანამშრომელთა გადამზადება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება. მიმაჩნია, რომ მათ ზუსტი და დროული ინფორმაცია უნდა მიეწოდოთ მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებზე, რათა ერთ გუნდად შეკრულებმა წარმატებით გავართვათ თავი დასახულ ამოცანებს“, - განაცხადა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

ტრენინგ-სემინარების ციკლი შვედეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით შესრულებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ქმედუნარიანობის გაძლიერება“ ფარგლებში ხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics