14:21 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-08 13:59:07, 581 ნახვა

საზოგადოება
თამარ ბერუჩაშვილი გერმანიის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტმა თამარ ბერუჩაშვილმა შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელთან გერმანიის ეუთო-ს 2016 წლის თავმჯდომარეობის საკითხებში, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინატორთან რუსეთთან, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხებში, გერმანიის ბუნდესტაგის წევრთან, დოქტორ გერნოტ ერლერთან.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალურ საკითხებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, რეგიონული თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ასპექტებს. გერმანელ დეპუტატთან შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა.

გერნოტ ერლერი განსაკუთრებით დაინტერესდა ქართული მხარის ხედვით ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივებთან დაკავშირებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობით და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის თემატიკით.

 თამარ ბერუჩაშვილმა მადლობა გადაუხადა ბუნდესტაგის დეპუტატს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველო-გერმანიას შორის ორმხრივ ურთიერთობებში ჩამოყალიბებულ მზარდ დინამიკას და გამოთქვა იმედი, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

გერმანიის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი გერნოტ ერლერი სამუშაო ვიზიტით იმყოფება თბილისში, სადაც შეხვედრებს მართავს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ამას გარდა, 8 ივლისს გერმანელი პარლამენტარი საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის 20-წლიანი საქმიანობის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს ქართულ-გერმანული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics