12:10 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-26 20:31:03, 3799 ნახვა

კომენტარი
პროკურორი - ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აეკრძალათ - ვიდეო

„სასამართლომ გაიზიარა ჩვენი შუამდგომლობა, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ სწორედ ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ ჩაიდინეს მათ მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება“, - ამის შესახებ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა სასამართლოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

პროკურორმა აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ შეუფარდა სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით  არა 1 მილიონი, არამედ 700 000 ლარი.

„სასამართლომ გაითვალისწინა ჩვენი მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ  ბრალდებულებს,-  მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აეკრძალათ საქართველოს საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს შეტყობინებისა და ნებართვის გარეშე. სასამართლომ გაიზიარა, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ სწორედ ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ ჩაიდინეს მათ მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება,  კერძოდ, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებულად დიდი ოდენობის შემოსავლის მიღება. რაც შეეხება გირაოს შუამდგომლობას, სასამართლომ ნაწილობრივ გაითვალისწინა ჩვენი შუამდგომლობა გირაოს შეფარდების თაობაზე, მილიონის ნაცვლად შეეფარდათ 700 000 ლარი. თუ რას ეფუძნება სასამართლოს ეს მიდგომა, ჩვენთვის ამჯერად უცნობია, ვინაიდან  განჩინების დასაბუთებული ნაწილი არ გადმოგვცემია. როდესაც გადმოგვეცემა განჩინება  და გავეცნობით, მივიღებთ გადაწყვეტილებას გასაჩივრების თაობაზე“, - განაცხადა პროკურორმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ ვინ არის ამ საქმეში დაზარალებული, პროკურორი აცხადებს, რომ ეს „თიბისი ბანკია“.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics