15:22 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-18 18:52:38, 2024 ნახვა

კომენტარი
პაატა სალია: ნიკა გვარამიას კონტრაქტს არ ვიცნობ, თუმცა აუცილებლად გავეცნობი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია აცხადებს, რომ არხის ყოფილი დირექტორის, ნიკა გვარამიას კონტრაქტს არ იცნობს.

სალიამ აღნიშნა, რომ  კონტრაქტი კონფიდენციალურია და მისი გაცნობის უფლება მხოლოდ მას შემდეგ მიეცა, რაც ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის მფლობელი გახდა.

„იუსტიციის სახლისთვის სავალდებულო იყო ამ გადაწყვეტილების რეგისტრაცია. წარვადგინეთ განაცხადი დაჩქარებული წესით დარეგისტრირებაზე წილების ცვლილების, რაც შესაბამისად, განახორციელა რეესტრმა. როდის განხორციელდა უშუალოდ დროის შესახებ, თქვენგან შევიტყვე. კონტრაქტს არ ვიცნობ, აუცილებლად გავეცნობი, როგორც კი მომეცემა შესაძლებლობა. ვიცი, რომ კონფიდენციალურია, თუმცა უკვე მას შემდეგ, რაც ქიბარ ხალვაში არხის მესაკუთრე გახდა, მას უფლება აქვს, ნახოს ეს კონტრაქტი, მიუხედავად მისი კონფიდენციალურობისა. მე არ ვათავისუფლებ, ნიკა გვარამიას გათავისუფლების უფლებამოსილება მე არ მაქვს. რაც სეეხება ქიბარ ხალვაშის პოზიციას, ის  იყო გაცხადებული მის წერილში, რომელიც გაავრცელა“, - განაცხადა პაატა სალიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
CashBack-ის და VISA-ს საზაფხულო შეთავაზება ლიბერთის მომხმარებლებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics