13:06 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-06 13:43:41, 656 ნახვა

საზოგადოება
მტირალას ეროვნული პარკი ვიზიტორებს განახლებულ ტურისტულ ინფრასტრუქტურას სთავაზობს

მტირალას ეროვნული პარკი ვიზიტორებს  განახლებულ ტურისტულ ინფრასტრუქტურას სთავაზობს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოლხურ ბზასა და სუროში ჩაფლული ჩანჩქერი, ჩანჩქერთან მოწყობილი საკემპინგე და საკარვე ადგილები, საცხენოსნო ლაშქრობა,  ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულთათვის Zip-Line ტური - ამ სერვისებს ვიზიტორებს მტირალას ეროვნული პარკი სთავაზობს.

 ტურსიტული მარშრუტი მტირალას ეროვნულ პარკში დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა დაათვალიერა.  მარშრუტი საფეხმავლოა და აერთიანებს ორ მნიშვნელოვან ადგილს ჩანჩქერსა და ტბას.  სოფელ ჩაქვისთავში არსებული რამდენიმე საოჯახო სასტუმროდან ვიზიტორებს საშუალება აქვთ აირჩიონ მათთვის სასურველი.

მტირალას ეროვნულ პარკის ტურისტული ბილიკები ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) დახმარებით მოეწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics