15:23 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-17 18:29:16, 1648 ნახვა

კომენტარი
​გახარია: შსს-ს და პირადად ჩემი საზრუნავი უკანონო აქციის შეწყვეტის დროს დაზარალებულ მოქალაქეებზე ზრუნვაა

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ 20-21 ივნისის მოვლენებზე მიმდინარე გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოება იყოს ინფორმირებული. 

"დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჩემი პირადად და მთავრობის ძირითადი საზრუნავი არის ამ ღონისძიების დროს, ძალადობრივი, უკანონო აქციის შეწყვეტის დროს ჩვენ დაზარალებულ მოქალაქეებზე ზრუნვა. ეს არის ჩვენთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი. გარდა ამისა, რა თქმა უნდა ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია გამოძიება, რომელიც მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელმაც უნდა გამოყოს ყველა ის ორგანიზატორი, რომელმაც პირდაპირი მოწოდებით, პოლიტიკოსებმა, კონკრეტულმა ადამიანებმა მშვიდობიანი აქცია გახადეს ძალადობრივი, რასაც შემდგომ მოჰყვა ორგანიზებული, ძალადობრივი, სისტემური შტურმი საქართველოს პარლამენტზე და ამ შტურმის მოსაგერიებლად საქართველოს პოლიცია იყო იძულებული გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე, და შემდგომ, მეორე რიგში გამოძიების თითოეული დეტალი გახდეს საჯარო საზოგადოებისთვის", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
CashBack-ის და VISA-ს საზაფხულო შეთავაზება ლიბერთის მომხმარებლებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics