21:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-15 14:48:01, 2334 ნახვა

ეკონომიკა
Buta Airways ბათუმის მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის

აზერბაიჯანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Buta Airways" ბაქო-ბათუმი-ბაქოს საჰაერო ხაზზე ერთ სიხშირეს ამატებს და მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, 17 ივლისიდან 18 სექტემბრამდე რეგულარული რეისებს კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ფრენები  Embraer E190, Airbus A319 და A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. ავიაკომპანიამ ბაქოსა და ბათუმს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულება მიმდინარე წელს დაიწყო.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, „Buta Airways"-ს გაზრდილი სიხშირით საჰაერო მიმოსვლის შესრულების ნებართვა 2019 წლის 11 ივლისს მიენიჭა.

მიმდინარე სეზონზე, ბათუმის მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა ასევე ყაზახეთიდან. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 4 ივლისის ნებართვის შესაბამისად, ყაზახური ავიაკომპანია B. & K. Aero ატირაუ-ბათუმი-ატირაუს საჰაერო ხაზზე ჩარტერულ ფრენებს 6 ივლისიდან ასრულებს. ფრენები 17 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათს, (6, 13, 20, 27 ივლისი, 3, 10, 17 აგვისტო) Boeing B737-300 ტიპის საჰაერო ხომალდით ხორციელდება. ფრენები საქართველოს მიმართულებით ტურისტული ნაკადების ტრანსპორტირებაზეა ორიენტირებული.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics