21:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-11 13:51:31, 1575 ნახვა

ეკონომიკა
ლოურენს მერედიტი: ბათუმში მიმდინარე საინვესტიციო ფორუმს ახალი შესაძლებლობების შექმნა შეუძლია

ბათუმში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო ფორუმს ახალი შესაძლებლობების შექმნა შეუძლია, - ამის შესახებ ევროკომისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორმა ლოურენს მერედიტმა განაცხადა.

ლოურენს მერედიტი პანელის  „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ინვესტირების გამოწვევები და შესაძლებლობები - 10 წლის შემდეგ პრაღის დეკლარაციიდან"  ერთ-ერთი სპიკერია.

„ჩვენ,  ევროკავშირი მოხარული ვართ ამ ინიციატივის წარმატებით. რა თქმა უნდა, სიმბოლურია ის ფაქტი, რომ ეს ღონისძიება  ბათუმში ხორციელდება - ბათუმი წელს აღიარებულია, როგორც ახალი, ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ადგილი ევროპაში", - განაცხადა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორმა.

ლოურენს მერედიტმა თავის გამოსვლაში ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებისთვის ამ საერთაშორისო პლატფორმის როლსა და მნიშვნელობაზე. ამასთან, მისი განცხადებით,  აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატს კიდევ მეტი პოტენციალი აქვს, „ჩვენ მოწადინებულნი ვართ, კიდევ უფრო მეტს მივაღწიოთ. პრეზიდენტმა იუნკერმა დაიწყო კონსულტაციები, რომელიც ეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალს", - აღნიშნა მან.

ევროკომისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორმა რამდენიმე პრიორიტეტული სფერო დაასახელა, რომელთა მიმართულებითაც აქტიური მუშაობის წარმართვა იგეგმება: ეკონომიკა; კავშირები; ენერგოეფექტურობა; დიგიტალიზაცია და  საჯარო მმართველობის რეფორმა. „ვმუშაობთ რეგიონში იმისათვის, რომ ევროკავშირის მხრიდან შევქმნათ საგრანტო დაფინანსების მექანიზმები, ისევე როგორც სასესხო დაფინანსების მექანიზმები და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან, როგორიცაა, მაგალითად მსოფლიო ბანკი. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობა არის გადამწყვეტი და სულმოუთმენლად ველი ჩემი კოლეგებისგან მათ სამომავლო ხედვას"  - აღნიშნა მან.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics