|
2019-06-28 18:37:35, 2095 ნახვა
კომენტარი
გახარია: თუ დადგინდება დიდი რაოდენობით სისტემური გადაცდომა, თქვენი მონა მორჩილი იმ წამსვე დატოვებს თანამდებობას
„თუ დადგინდება, რომ პოლიციელების ქმედებაში ან მათ მიერ გამოყენებულ ტექნიკებში იყო დიდი რაოდენობის სისტემური გადაცდომები, თქვენი მონა მორჩილი იმ წუთში, ყველანაირი პრობლემების გარეშე, დატოვებს ამ თანამდებობას“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. გახარია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ყველა ტყვია საქართველოს კანონმდებლობას შეესაბამებოდა, თუმცა, შესაძლოა, გადაცდომები გასროლის ინსტრუქციის დაცვის კუთხით ყოფილიყო. „ყველა ის სპეციალური აღჭურვილობა, მათ შორის ტყვიები რომელიც იყო გამოყენებული და სხვადასხვა სახის ტყვიები არსებობს აღჭურვილობაში, რა თქმა უნდა, სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და მათ შორის საერთაშორისო ნორმებსაც. ეს ტყვიები სხვადასხვა ფუნქციისაა , მათი გასროლის ტექნიკაც სხვადასხვაა, თუმცა არსებბობს სტანდარტული ინსტრუქციები, რომელიც უნდა გამოიყენოს ადამიანმა. ძირითადად, ეს არის მანძილი, ზოგ შემთხვევაში, ასხლეტით მიწიდან სროლა და კიდევ ბევრი რამ. მაგრამ ეს იმდენად სპეციფიური ინფორმაციაა, რომელიც თქვენ რომ გაერკვეთ, ამას ან დრო სჭირდება, ან უნდა დაველოდოთ სპეციალისტებს, რომლებიც ამ საქმეს გამოიძიებენ. მე გეუბნებით ერთს და ამ ჩემს სიტყვებს აბსოლუტურად სამართლებრივი და იურიდიული სტატუსი აქვს: არცერთი აღჭურვილობა, მათ შორის ტყვია, რომელიც არ არის განსაზღვრული საქართველოს კანონმდებლობით, იქ არ ყოფილა და ვერ იქნებოდა. შეიძლება ყოფილიყო გარკვეული გადაცდომები კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენების ტექნიკაში, რომელიც არ შეესაბამებოდა ინსტრუქციას, ეს არის გამოძიების საგანი, რომელიც უნდა დამთავრდეს რაც შეიძლება მალე და ეს არის, პირველ რიგში, ჩემი ინტერესი. რამე თუ ჩვენ, ჩემი უწყება, სამინისტრო და პოლიციია ვთვლით, რომ იმ ღამეს ტრაგიკული მოვლენების მიუხედავად, ქვეყანა უდიდეს საფრთხეს ავარიდეთ. ჩვენ შევძელით და შევინარჩუნეთ სამოქალაქო წესრიგი, ეს არის პოლიციის და შსს-ს ძირითადი ფუნქცია. მაშინ ან თუ დადგინდება, რომ პოლიციელების ქმედებაში ან მათ მიერ გამოყენებულ ტექნიკებში იყო დიდი რაოდენობის სისტემური გადაცდომები, თქვენი მონა მორჩილი იმ წუთში, ყველანაირიპრობლემების გარეშე დატოვებს ამ თანამდებობას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)