00:39 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-02 13:39:19, 1010 ნახვა

სამხედრო
დღეს, ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას, გმირთა მემორიალთან, პატივს მიაგებენ

დღეს, 14:30 საათზე, ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას გმირთა მემორიალთან პატივს მიაგებენ თანამებრძოლები: „შავნაბადას“ და „ავაზას“ ბატალიონების წევრები, აფხაზეთის ომის ვეტერანები და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, მისი მოადგილე ანა დოლიძე, თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი არჩილ აბრამია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალი პოლკოვნიკი მიხეილ სადუნიშვილი და მისი მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ზვიად ჩადუნელი.  
23 წელი გავიდა აფხაზეთში, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგის მხრიდან საზღვაო დესანტის გადმოსხმის შედეგად გამართული ბრძოლის დაწყებიდან. 1992 წლის 2 ივლისს დილის 5:00 საათზე დაბა ტამიშთან გადმოსხმული დესანტის რაოდენობა 600 კაცს შეადგენდა. 
გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. მოწინააღმდეგემ ქართული შენაერთების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა  დესანტის მოგერიება შეძლეს,  პოზიციები შეინარჩუნეს და  საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს. სერიოზული დანაკარგების მიუხედავად, ქართველებს საბრძოლო თვალსაზრისით, სტრატეგიული ზონა მაშინ არ დაუთმიათ. ყველაზე მეტი დანაკარგი ამ შეტევაში სხვა სამხედრო შენაერთებთან ერთად „შავნაბადას“ და „ავაზას“ ბატალიონებმა განიცადეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics