03:14 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-19 12:13:25, 958 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე: კალაძის ინიციატივას მხარს დავუჭერთ, რომ ექსპლუატაციაში მიღების გარეშე, კორპუსებში შესახლება არ მოხდეს

 „თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივას მხარს დავუჭერთ - ახალ მშენებლობებში, ექსპლოატაციაში მიღების გარეშე, კორპუსებში შესახლება არ უნდა მოხდეს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისაღევია წინადადება რომ 2019 წლის 16 მაისამდე არსებული იმ სამშენებლო დარღვევების პატიების შესახებ, რომელიც უსაფრთხოებას და ქალაქის ვიზუალურ სტანდარტს არ არღვევს.

„თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივას მხარს დავუჭერთ - ახალ მშენებლობებში, ექსპლოატაციაში მიღების გარეშე, კორპუსებში შესახლება არ უნდა მოხდეს. ამავე დროს მზად ვართ განვიხილოთ მისი წინადადება 2019 წლის 16 მაისამდე არსებული იმ სამშენებლო დარღვევების პატიების შესახებ, რომელიც უსაფრთხოებას და ქალაქის ვიზუალურ სტანდარტს არ არღვევს. მომავალში, არსებით სამშენებლო დარღვევებზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრება მართებულია, ვინაიდან, ასეთი დარღვევები საბოლოო ჯამში ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უკავშირდება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics