03:14 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-18 15:54:44, 1792 ნახვა

პოლიტიკა
„ვაღიარეთ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ეს ისტორიაა“ - ანტიქართული განწყობით ცნობილი რუსი დეპუტატი თბილისში ჩამოდის

ანტიქართული განწყობით ცნობილი რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი თბილსიში ხვალ ჩამოვა.

ის მართლმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ავლაბრის სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება.

როგორც გავრილოვმა "რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, "აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია". მან ქართველ ხალხს ამ "ისტორიულ ფაქტთან" შეგუება ურჩია.

"იმედი გვაქვს რომ თბილისის შეხვედრა წარმატებული იქნება. ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ ურთიერთობები და გავამყაროთ დიალოგი, რომლებიც ეფუძნება ჩვენს საერთო კულტურულ და მართლმადიდებლურ ღირებულებებს. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ბატონ ქუცნაშვილს და ქართულ მხარეს, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან და საერთაშორისო დონის ღონისძიებას გეგმავს. იმედი მაქვს, პარლამენტარებს შევხვდები და ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჩაივლის. ყველა ტრადიციისა და ღირებულების დაცვით, როგორც ეს ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობას შეეფერება. ჩვენ ვაღიარეთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ეს უკვე ისტორიაა. ახლა საჭიროა დიალოგი. ჩემი აზრით, კავკასიის პრობლემების მოგვარების ერთადერთი გზა დიალოგი და თანასწორობაა. ამისთვის საჭიროა რომ პარლამენტარებმა რუსეთიდან და საქართველოდან უნდა აღადგინონ ურთიერთობები. ჩვენ ვაღიარეთ ოსეთიც და აფხაზეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად. ეს იყო ისტორიული მომენტი. ახლა ამ ახალი რეალობის მიხედვით უნდა ავაგოთ ურთიერთობები. სწორედ ამისთვის ჩამოვდივართ საქართველოში. გვინდა ვისაუბროთ საერთო ამოცანებზე და ყველაფერზე რაც გვაერთიანებს“, - განაცხადა გავრილოვმა.

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics