00:43 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-18 13:27:20, 1508 ნახვა

კომენტარი
მამა დავით ნოზაძე ლგბტ თემზე - ხელისუფლებამ წაიყვანოს სადმე უდაბნოში, გაქრებიან და ჩვენც ბედნიერები ვიქნებით

სასულიერო პირების ნაწილი "თბილისი პრაიდის" გამართვას კიდევ ერთხელ ეხმაურება. 

სასულიერო პირები აცხადებენ, რომ ღირსების მარშის ჩატარებას წინააღმდეგობას ყველა საშუალებით გაუწევენ. ისინი ლგბტ თემის მისამართით ჰომოფობიურ და სიძულვილის შემცველ განცხადებებს აკეთებენ. 

„როდესაც დაინახეს საელჩოებმა, რომ ეკლესია ურყევად იდგა პოზიციაზე, ხელისუფალიც ამბობდა, რომ ვერ შეძლებდა მათ დაცვას, უბრძანეს, რომ დამსხდარიყვნენ კანცელარიის კიბეებთან. ჩვენი არასამთავრობოები, რომლებიც მათ იცავენ, დაფინანსებას საიდან იღებენ? ზუსტად იმ ქვეყნებიდან, რომლების საელჩოებიც აიძულებენ. სად არის ჩვენი სუვერენიტეტი? ხელისუფლებამ იცით რა უნდა ქნას? ეს ოცი კაცი უნდა შეკრიბოს და უთხრას,“ ბავშვებო, გაჩერდითო.“ წაიყვანოს სადმე უდაბნოში, შეკრიბოს, წყალი მიუტანოს, რომ არ დაისიცხონ და იყვნენ იქ, დაგვანებონ ჩვენ თავი. თან ეგენი ხომ არ მრავლდებიან. არ სჭირდებათ. ერთი ოაზისი უნდა შეუქმნა, ცოტა ხანში დაპატარავდებიან, გაქრებიან და ჩვენც ბედნიერები ვიქნებით და ეგენიც“, - განაცხადა მამა დავით ნოზაძემ.

 

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics