13:02 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-12 11:39:57, 1099 ნახვა

რეგიონი
რამდენიმე რეგიონიდან ჩამოსული მხედრები დავით გარეჯის მიმართულებით, მსვლელობას მოაწყობენ

გარეჯობის დღესასწაულს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ცხენოსნები შეუერთდებიან

საგარეჯოს ცენტრში სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ცხენოსნები იკრიბებიან, რომლებიც  აპირებენ ხვალ დაგეგმილ გარეჯობის დღესასწაულს შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ამ ჟესტით იმ იდეას უჭერენს მხარს, რომ  „დავით გარეჯი საქართველოა“.

„დღეს მხედრები, ქართული, მხედრული სვლით მივდივართ დავით გარეჯში, საგარეჯოდან. ხვალ სხვებიც შემოგვიერთდებიან. რასაკვირველია, ჩატარდება კონცერტიც, მოვილოცებთ. მედროშედ, ამხელა დისტანციაზე, ჩემი პატარა მიმყავს. გარეჯი ჩვენი შვილებისაა  და გარეჯი საქართველოა“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, დავით ჩალადაშვილმა.

 „ცხენოსნებმა გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მხრიდან გამოგვეხატა ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და საცხენოსნო მსვლელობა გაგვემართა. მხარი დაგვიჭირეს რეგიონებმა, ყაზბეგიდან, თიანეთიდან, ახმეტიდან და თითქმის ყველა კუთხიდან“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ნუგზარ გიოშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics