21:04 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-09 14:25:36, 1047 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებული ვიდეოს იუმორისტულს უწოდებს

"ერთი შეხედვით, იუმორისტული ვიდეოს ჰგავს", -  ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" ერთერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც, მათი მტკიცებით,  "ქართული ოცნების" წარმომადგენლის მხრიდან  ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაა ასახული.

თალაკვაძე აცხადებს, რომ ყველაფრის მიუხედავად, ფაქტი უყურადღებოდ არ დარჩება.

"ჩვენი ოპონენტები და მათი წარმომადგენლები წინასაარჩევნო პროცესში დაწყებულ კამპანიას აგრძელებენ. ყველგან ჩანს მათი მცდელობა, რომ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მოახდინონ. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ეპიზოდს: პირველ რიგში, ეს უყურადღებოდ ნამდვილად არ დარჩება, მაგრამ ერთი შეხედვით, უფრო იუმორისტული ვიდეოს ჰგავს და მგონი, თვითონ ოპოზიციის რიგებში ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისაც დღეს ჰგონია და სჯერა, რომ არჩევნებში გამარჯვება აი, ასეთი სცენარებით არის შესაძლებელი. ჩვენ დავამტკიცეთ, შუალედურ არჩევნებშიც და მანამდეც, არაერთხელ, რომ არჩევნები საქართველოში დემოკრატიულ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ტარდება.

მგონი ყველამ ვნახეთ ეს ვიდეო, ქართულ ოცნებას შინდისფერი, ან ზოლიანი მაისურები არასოდეს ჰქონია თავის საარჩევნო კამპანიისთვის. ეს ხუმრობით, ჩვენი მაისური და ლოგო როგორ გამოიყურება, ყველამ იცით, რაც შეეხება ამ ვიდეოს - ის უყურადღებოდ არ დარჩება", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics