09:18 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-01 10:14:40, 601 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე გერმანიის გარემოსდაცვითი სააგენტოს პრეზიდენტს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია გერმანიის ფედერალური გარემოსდაცვითი სააგენტოს პრეზიდენტს მარია კრაუცბერგერს შეხვდა. 

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის მიმდინარე გარემოსდაცვითი პროექტები შეაფასეს და საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარებასა და გარემოსდაცვით განათლებაზე იმსჯელეს. გერმანიის მხარე აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, ტყის მდგრადი მართვისა და კლიმატის ცვლილებების საკითებში.

გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო 6 პროექტს ახორციელებს  - ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამხრეთ კავკასიაში; ეროზიის ინტეგრირებული კონტროლის ღონისძიებები სამხრეთ კავკასიაში; კავკასიაში დაცული ტერიტორიების ხელშწყობის პროგრამა; - საქართველო (ეკორეგიონული კონსერვაციის პროგრამა; „აღმოსავლეთ ევროპაში დაცული ტერიტორიების ეფექტური მართვის გაუმჯობესება, შესაძლებლობათა გაძლირების გეგმების შემუშავების გზით“; გარემოზე ზემოქმედების შეფასება ჰიდროელექტროსადგურებიდან გამოწვეული კუმულაციური ზემოქმედების კუთხით; დაბალემისიანი შენობები საქართველოში.

შეხვედრაში ასევე გერმანიის საელჩოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics