12:37 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-30 16:56:30, 882 ნახვა

რეგიონი
ბათუმში დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს

ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, აჭარის დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს.

ფორუმზე წარმოდგენილია 8 სფეროში მოქმედი - 68 კომპანია, 268 ვაკანსია და 1858 სამუშაო ადგილი.

ფორუმის გახსნას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და მინისტრის მოადგილე ნონა გალოგრე დაესწრნენ.

დასაქმების ფორუმის მიზანია რეგიონში არსებული ვაკანსიების და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრა. სამუშაოს მაძიებლებს, დამსაქმებლებსა და პროფესიულ სასწავლებლებს პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება მიეცემათ.

ფორუმზე წარმოგენილია რეგიონში ოპერირებადი წამყვანი კომპანიები შემდეგი სფეროებიდან:

დამამუშავებელი მრეწველობა;

ვაჭრობა და დისტრიბუცია;

მშენებლობა;

სასტუმროები;

რესტორნები და სამორინეები;

ფინანსები და დაზღვევა;

ტრანსპორტი;

ლოჯისტიკა და კავშირგაბმულობა;

ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება;

განათლება.

კომპანიების წარმომადგენლები, სამუშაოს მაძიებლებს აწვდიან ინფორმაციას მათი საქმიანობის, სამუშაო გარემოს, არსებული ვაკანსიებისა და მოთხოვნების შესახებ.

ფორუმის მსვლელობისას დასაქმების სააგენტოს შრომითი კონსულტანტები სამუშაოს მაძიებლებს ეხმარებიან სხვადასხვა ორგანიზაციულ საკითხებში და კონსულტირებას უწევენ რეზიუმეს მომზადებაში, აცნობენ სააგენტოს დასაქმების მხარდაჭერით პროგრამებს.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics