12:24 - 19 Jun, 2026
|
2019-05-27 14:47:10, 779 ნახვა
რეგიონი
სტიქიის შედეგად დაზარალებული 7 სოფლის მოსახლეობამ გორის მაგისტრალის გადაკეტვა სცადა
სტიქიის შედეგად დაზარალებული 7 სოფლის მოსახლეობამ გორის მაგისტრალი გადაკეტვა სცადა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. დემონსტრანტები თავდაპირველად მერიასთან შეიკრიბნენ და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს, მოგვიანებით კი ცენტრალურ მაგისტრალთან გადაინაცვლეს და გზა გადაკეტეს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. გზა მას შემდეგ გაიხსნა, რაც გორის მერმა მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა, რომ 16:00 საათისთვის მათთან შესახვედრად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩავიდოდა.
ფოტო: "რუსთავი 2".
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)