15:03 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-22 16:55:47, 1300 ნახვა

ეკონომიკა
აკაკი საღირაშვილმა BSEC-ის წევრი ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრთა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) წევრი ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრთა არაფორმალური შეხვედრაში, რომელიც 2019 წლის 22 მაისს გერმანიის ქალაქ ლაიფციგში მიმდინარე საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) სამიტის ფარგლებში  გაიმართა.

აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ტრანსპორტის სფეროში არსებული მდგომარეობა შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის წრიული მაგისტრალისა და საზღვაო მარშრუტების განვითარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ამასთან, ხაზი გაესვა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის საავტომობილო გადაზიდვებისა და ვაჭრობის ხელშეწყობისთვის BSEC - ის  სანებართვო სისტემის მნიშვნელობას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს  მისი შემდგომი განვითარების საკითხი და ნებართვების რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობა. როგორც აღინიშნა, ქართველი გადამზიდველები აქტიურად იყენებენ BSEC - ის ნებართვებს, 2019  წლისთვის ქართული მხარისთვის გამოყოფილი 1000 ერთეული ნებართვა უკვე სრულად იქნა ათვისებული.

ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონის სატრანსპორტო და სავაჭრო პოტენციალსა და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. აკაკი საღირაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოში ტრანსპორტის სექტორში მიმდინარე რეფორმებსა და პრიორიტეტებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics