07:58 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-19 14:52:22, 1459 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე „რუსთავი-2“-ს: მოსყიდვის შესახებ რეალური ინფორმაცია რომ გქონოდათ, ჯილდოს არ დააწესებდით

„მოსყიდვის, ან დაშენების შესახებ რეალური ინფორმაცია რომ გქონოდათ, მოსყიდვის დაბრალებისთვის ჯილდოების დაწესება არ მოგიწევდათ"  - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის შეკითხვას ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. 

მისი განცხადებით, საარჩევნო უბნებთან მსგავსი ფაქტები არ ფიქსირდება.

„რეალური, ხაზს ვუსვამ, რეალური ინფორმაცია რაიმე მოსყიდვის, დაშინების ან მსგავსი არაკანონიერი ქმედების შესახებ რომ გქონოდათ, მაშინ არ მოგიწევდათ ჯილდოების დაწესება მოსყიდვის დაბრალებისათვის. ეს არის ნამდვილი ინფორმაცია, რასაც მე გეუბნებით. ე.წ. ჯილდო იმისთვის დაწესდა, რომ ინფორმაცია წამოსულიყო და ვინმეს დაბრალებოდა მსგავსი ფაქტი, იმიტომ, რომ ასეთი ფაქტები რეალურად არ ფიქსირდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, მანამდე "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია 1000-ლარიან ჯილდოს აწესებს მათთვის, ვინც არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics