09:31 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-19 13:38:51, 1336 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე: რიგი ძალები ზუგდიდში დაძაბულობის ცენტრის შექმნას მიზანმიმართულად ცდილობენ

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ზუგდიდის საარჩევნო ოლქის მიმართ განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მიზანმიმართულ პროვოკაციებს სწორედ ამ ოლქში აწყობს.

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს,მაქსიმალური ყურადღება ზუგდიდისკენ მიაპყრონ, რადგან ნათლად ჩანს, რომ როგორც განვლილი პერიოდის მანძილზე, ისე დღესაც, რიგი ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ ზუგდიდში დაძაბულობის ცენტრის შექმნას. თქვენ ნახეთ აუდიოჩანაწერი, სადაც კარგად ჩანს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები ე.წ. "ადუღებაზე" და დესტაბილიზაციაზე საუბრობენ. ეს გასაგებია, რომ მათი მიზანია, წინა პერიოდშიც ჩანდა, მაგრამ ჩვენ ამის უფლებას არავის მივცემთ. ამიტომ, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჩვენს სადამკვირვებლო პარტნიორებს ვთხოვთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება ზუგდიდს მიაპყრონ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics