|
2015-06-28 11:47:13, 364 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილის ოფიციალური ვიზიტი ერევანში დასრულდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ერევანში დასრულდა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის დასასრულს, გიორგი მღებრიშვილი და საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სრულიად სომხეთის კათოლიკოს გარეგინ II-ს შეხვდნენ და სომხეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. ქართული მხარე ერევანში სომხეთ-საქართველოს სამართლებრივ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად 24 ივნისს გაემგზავრა. ფორუმზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებმა ღონისძიების მონეწილეებს დაწვრილებით გააცნეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სტრუქტურა, რეფორმები და მიღწევები. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მღებრიშვილმა და სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა ჰოვანეს მანუკიანმა სასჯელაღსრულების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ორმხრივ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ოფიციალური შეხვედრები გაიმართა სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან და სომხეთის იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროს არტურ ოსიკიანთან. შეხვედრებზე მხარეები გამოცდილების გაზიარების მიზნით მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში სომხური დელეგაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში გამოცდილების გასაზიარებლად საქართველოს ეწვევა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)