06:10 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-09 11:07:20, 1238 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი შენგელია: ზუგდიდი მშვიდობის ქალაქია, დღეს აქ ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია დაფუძნდა

ზუგდიდში ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია დაფუძნდა. პრემიის პირველი დაჯილდოების ცერემონიალს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში   სახელმწიფო მინისტრთან,  სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ერთად დაესწრო.

,,ზუგდიდი მშვიდობის ქალაქია დღეს აქ ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია დაფუძნდა. ზუგდიდი ნამდვილად არის ევროპული ქალაქი თავისი წარსულით და მომავლით.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ბერტა და არტურ ფონ ზუტნერების ზუგდიდში გატარებული წლები, მათი კავშირი და ურთიერთობა დადიანების ოჯახთან.

მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა  ზუგდიდში, ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის მშვიდობის პრემიის პირველი მფლობელის გამოვლენა, ვულოცავ ქალბატონ ნინო კალანდარიშვილს ამ წარმატებას.

ბერტა ფონ ზუტნერის  პრემიის ფლობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და დიდი დატვირთვაც აქვს, ვინაიდან, ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება  კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება  და ჩვენს  აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრება“ განაცხადა გიორგი შენგელიამ.

დაჯილდოების ცერემონიალი ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა. პრემია ყოველწლიური იქნება და ის მშვიდობის დარგში მოღვაწე ადამიანებს გადაეცემა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics