01:26 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-22 12:15:52, 1548 ნახვა

პოლიტიკა
მელია პანკისში მომხდარ დაპირისპირებაზე - სახელმწიფომ ბეწვის ხიდზე გაიარა - ხეობა ჰესის მშენებლობას არ შეეგუება

პროვოკაციას აწყობ, როდესაც იცი, რომ ასეთი რამ მოხდება და ასობით სპეცრაზმელი შეგყავს ხეობაში ძალდატანებით ჰესის მშენებლობის დასაწყებად, - ასე გამოეხმაურა ენმ-ს ერთ-ერთი წევრი, ნიკა მელია  გუშინ პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პანკისის ხეობა ჰესების მშენებლობას არ შეეგუება.

„გუშინდელი დღე იყო წმინდა წყლის პროვოკაცია მოწყობილი ხელისუფლების მხრიდან. ბეწვის ხიდზე გაიარა გუშინ სახელმწიფომ. მეორე წელია ხელისუფლებამ იცის მშვენივრად,რომ კატეგორიულად წინააღმდეგია პანკისის ხეობაში მცხოვრები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ჰესის მშენებლობის. ამიტომაც იყო მშენებლობა შეჩერებული. წარმოიდგინეთ, დაწყობილი არიან მთელი ძლიერი ამა ქვეყნისანი „ქართული ოცნების“ რიგებიდან და საუბრობენ ერთადერთი გზავნილით,რომ თითქოს არ გამორიცხავენ,რომ გუშინდელი დღე იყო პროვოცირებული. და რომელიღაცა ძალამ, უხილავმა ძალამ, იქნებ ეს გამოიყენა სათავისოდო. ასეთ ცინიზმსაც ბედავენ, როცა მშვენივრად იცოდნენ, რომ იქ, მით უფრო სპეცრაზმით შესვლა, ამ ყველაფერს გამოიწვევდა“, - განაცხადა  ნიკა მელიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics