09:11 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-18 12:50:57, 2075 ნახვა

ეკონომიკა
ქობულია: ქართველ მეზღვაურებს უდიდესი წვლილი შეაქვთ ეკონომიკაში, კვიპროსთან ამ სფეროში აქტიურად ვთანამშრომლობთ

საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი ქობულიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე საზღვაო სფეროში. მისი შეფასებით, ეს არის მიმართულება, რომლის ფარგლებშიც ქართველი მეზღვაურებისთვის იქმნება დასაქმების დამატებითი შესაძლებლობები კვიპროსის სახელმწიფო დროშის ქვეშ მცურავ გემებზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსა და კვიპროსს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გამოხატულია საზღვაო სავაჭრო ნაოსნობის შესახებ შეთანხმებით. აგრეთვე, მხარეთა მიერ ხელმოწერილი  ურთიერთგაგების მემორანდუმით მეზღვაურთა კომპეტენციის სერტიფიკატების ურთიერთაღიარების საკითხებზე.

 „ჩვენ მივესალმებით საქართველოში ისეთი ცნობილი გემთმფლობელი კომპანიის მოღვაწეობას, როგორიცაა ,,Columbia Shipmanagement". ეს კომპანია ჩვენი მეზღვაურების ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია მსოფლიოში - საუბარია წელიწადში 1000-მდე ქართველი მეზღვაურის დასაქმებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის და მინდა შეგახსენოთ. რომ აჭარის რეგიონის ეკონომიკაში ჩვენს მეზღვაურებს ისეთივე წვლილი შეაქვთ, როგორიც ტურიზმის სექტორს" - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამ სფეროში ორივე ქვეყანას აქვს კიდევ უფრო მეტი თანამშრომლობისა და უფრო ინტენსიური ურთიერთობის განვითარების მოლოდინი.

კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადესის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე, მონაწილეების წინაშე პრეზენტაციები გამართეს ეკონომიკის სამინისტროს  სააგენტოს „აწარმოე საქართველოში," სს ,,საპარტნიორო ფონდის," ასევე IBCCS-ის  წარმომადგენლებმა.  ფორუმში  ორივე ქვეყნის 100-ზე მეტმა კომპანია მონაწილეობს ისეთი სექტორებიდან, როგორიცაა საერთაშორისო ინვესტიციები, IT მომსახურება  და ვებ-დიზაინი, რბილი ავეჯი და სახლის აქსესუარები, აგრობიზნესი, უძრავი ქონება და ქონების მართვა, ტურიზმი, იურიდიული და საგადასახადო კონსულტაციები, გემთმშენებლობა და სხვა.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics