23:12 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-18 11:28:44, 1474 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: გაგვისხნეს კარი, რათა ეკონომიკური პოტენციალი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მივმართოთ

 „დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ საქართველო-კვიპროსის პირველ ბიზნეს  ფორუმს, რითაც ერთი ნაბიჯი გადაიდგა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორ პრეზიდენტმა აღნიშნა, თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, ევროკავშირმა საქართველოს კარი გაუსხსნა, რომ მთელი ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ იყოს მიმართული.

 საქართველო ევროპის გზაზე დგას და ამდენად კვიპროსთან, რომელიც ევროკავშირის წევრია, პარტნიორობის გაძლიერება ჩვენი პრიორიტეტია. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, ევროკავშირმა ჩვენ მოგვცა საუკეთესო შესაძლებლობა, გაგვიხსნა კარი საიმისოდ, რომ მთელი ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი მივმართოთ მთავარი მიზნისკენ, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ამ შეთანხმებით კიდევ უფრო მეტად ფართოვდება გზა საქართველო-კვიპროსის ეკონომიკურ ურთიერთობაში, სავაჭრო ხელშეკრულება ერთ-ერთი ძირითადი შეთანხმებაა, რომელიც ხელს უწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებას. ვიმედოვნებ, რომ ფორუმი შექმნის რეალურ საფუძველს ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებისთვის. შავი ზღვისა და კავკასიის სატრანსპორტო და ლოჯისტიკური დერეფნის მიმართ ევროპის გაზრდილი ინტერესი, ახალ პერსპექტიებს გვისახავს და შავი ზღვის ორ სანაპიროს შორის ფიფიზკურ კავშირს აყალიბებს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics