08:04 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-16 17:54:11, 2268 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: გაზიფიცირების დაგეგმილი მაჩვენებელი ჩვენისთანა ლანდშაფტის მქონე ქვეყნისთვის უპრეცედენტოდ მაღალია

 ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობა ენერგომომხმარებლის დაცვისთვის ძალიან ბევრ რამეს აკეთებს, მათ შორის იმ შეღავათებით, რომლებიც მომხმარებლის რამდენიმე კატეგორიას ეხება.

„სულ ბოლო გადაწყვეტილებებს შეგახსენებთ - 2019 წლის დასაწყისში ბუნებრივი აირის ტარიფების თვალსაზრისით საკმაოდ რთული და უპრეცედენტო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომლის მიხედვით მოსახლეობის ყველა კატეგორიისთვის გაზის ტარიფები დარჩა უცვლელი იმის გამო, რომ მოხდა ამ ტარიფების მოსალოდნელი ზრდის სუბსიდირება ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანიის რესურსებით.  ამასთანავე,  აქტიურად ვახორციელებთ გაზიფიცირების პროგრამას, რომლის შედეგად ქვეყნის დაახლოებით 85 პროცენტი იქნება გაზიფიცირებული, რაც ჩვენისთანა ლანდშაფტის მქონე ქვეყნისთვის ევროპული მასშტაბითაც უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია“,  - აღნიშნა თურნავამ.

მისი თქმით, მთავრობა ვალდებულია, რომ ის სიკეთე, როგორიც არის ბუნებრივი აირი და სითბო შეიტანოს იმ ოჯახებსა და დასახლებულ პუნქტებშიც, რომლებიც გეოგრაფიულად  არ არიან ახლოს ცენტრალურ მაგისტრალებთან. „ეს არის ის ინვესტიცია, რომელსაც სახელმწიფო თავისი ბიუჯეტიდან ახორციელებს, ეს არის ინვესტიცია, რომელსაც ახორციელებენ გამანაწილებელი კერძო კომპანიები და ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისე, რომ თან გაზიფიცირება მოხდეს  და თან  ეს მტკივნეულად არ აისახოს მომხმარებლის ჯიბესა და ტარიფებზე", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics