08:05 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-15 10:45:52, 2114 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი: მთავარი სიკეთე, რაც მოაქვს საერთაშორისო რეიტინგების გაუმჯობესებას, არის ინვესტორების მხრიდან დაინტერესება

„მთავარი სიკეთე, რაც მოაქვს საერთაშორისო რეიტინგების გაუმჯობესებას, არის ინვესტორების მხრიდან ქვეყნის მიმართ დაინტერესების ზრდა, რაც კონვერტირდება ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაში", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standard & Poors-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების შეფასებისას.

როგორც ფინანსთა მინისტრმა ვაშინგტონიდან, ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ჩართვისას განაცხადა,  მნიშვნელოვანია ქვეყანაში გაგრძელდეს რეფორმები, რომელთა მიზანია ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა.

 „როდესაც მატულობს ქვეყნის მიმართ სანდოობა და დაბალია რისკები, გაცილებით იოლად შემოდის ფულადი სახსრები. შესაბამისად, ხორციელდება მეტი ინვესტიცია. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი კონვერტირტება ახალ სამუშაო ადგილებსა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაში. შესაძლებელია მოსახლეობამ მაშინვე ვერ იგრძნოს ეს სიკეთე, თუმცა მთავარია, შენარჩუნდეს ეკონომიკური მდგრადობა, არ მოხდეს რეფორმების დღის წესრიგიდან გადახვევა. მნიშვნელოვანია ვიყოთ  ერთგულები იმ ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების, რომელსაც ვატარებთ. ეს არის დროში გაწერილი პროცესი, რომელიც გარანტირებულად მოიტანს სიკეთეს, რასაც ჰქვია მეტი ინვესტიცია, მეტი სამუშაო ადგილი და მეტი კეთილდღეობა",  - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.  

შეგახსენებთ, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „Standard & Poors-მა" საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა სტაბილურიდან პოზიტიურამდე, ხოლო რეიტინგი დაადასტურა კვლავ „BB-„ - ის დონეზე.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics