19:54 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-12 18:26:44, 1584 ნახვა

პოლიტიკა
პოლიეთილენის პარკების აკრძალვასთან დაკავშირებით გაერთიანებული კომიტეტების სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ხმაურით დაიწყო.

გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე პოლიეთილენის, არადეგრადირებადი პარკების აკრძალვაზე მსჯელობენ.

ხმაური გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც  პოლიეთილენის აკრძალვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ამასთან, როგორც პარლამენტის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, ქვეყანაში ხორციელდება არადეგრადირებადი პარკების იმპორტი, არ არსებობს შესაბამისი ლაბორატორია.

„სამხარაულმა დასკვნა დადო, რომ ის, რაც შემოვიდა პოლიეთილენის შემცველია და მე ვფიქრობ, საკითხი როცა ქვეყანაში ხდება, ალბათ უნდა გვქონდეს ის, რომ ეს უკვე სხვა სუნს ატარებს, ეს უკვე დანაშაულია სისხლის სამართლის, იმიტომ, რომ გაყალბებული საქონელი შემოდის ქვეყანაში და მაგ უწყების წარმომადგენლებიც ხომ რა მოგვწვია ვინმე, საბაჟო იქნება თუ ფინანსთა სამინისტრო, რა მოტივით განაბაჟეს - ერთი, მარტო სერტიფიკატზე დაყრდნობით, როგორც ხედავთ არ აღმოჩნდა ის სერტიფიკატი და ბევრ სერტიფიკატთან გააჩენს ალბათ კითხვას“, - განაცხადა  დავით ჭიჭინაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics